LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიის კლინიკა მაჩალიკაშვილის მისაღებად მზადაა

61

ავსტრიის კლინიკა თანახმაა პაციენტი თემირლან მაჩალიკაშვილი მიიღოს. როგორც ექიმი ზაზა ლურსმანაშვილი განმარტავს, კლინიკა თანახმაა, თუმცა ამ ეტაპზე თავისუფალი ადგილები არ აქვთ. ექიმის თქმით, ავსტრიის კლინიკა იმედოვნებს, რომ უახლოეს 24 საათში ადგილი გათავისუფლდება. მანამდე დაჭრილის მიღებაზე უარი თქვა გერმანიის ერთ-ერთმა კლინიკამ.

თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. იგეგმება მისი საზღვარგარეთ წაყვანა და მკურნალობა. მაჩალიკაშვილის მშობლები და პანკისის უხუცესები აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილს კავშირს გამორიცხავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები