LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავთანდილ ხურციძის განცხადება – „მოხდა ძალიან სერიოზული გაუგებრობა…“

156

მოკრივე ავთანდილ ხურციძის „ფეისბუქის“ გვერდზე ვრცელდება განცხადება, რომელიც, სავარაუდოდ, სპორტსმენს ეკუთვნის. ის აშშ-ში იმყოფება, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, რუსულ მაფიასთან კავშირის ბრალდებით 15-კაციანი ჯგუფი დააკავეს, მათ შორის, როგორც აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ სიაშია მითითებული, ავთანდილ ხურციძე.

სწორედ ამ ამბავს ეხმიანება მის გვერდზე გავრცელებული განცხადებაც, სადაც აღნიშნულია:

„მეგობრებო, როგორც იცით, გუშინ გავემგზავრე ამერიკაში, რათა დამეწყო მომზადება 8 ივლისის ბრძოლისთვის. ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე მოხდა ძალიან სერიოზული გაუგებრობა. იმედი მაქვს, უახლოეს საათებში ყველაფერი გაირკვევა და ისევ მომეცემა საშუალება, განვაგრძო მომზადება სანდერსთან ბრძოლისათვის.

მადლობა, რომ ყოველ წამს ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას!“

https://www.facebook.com/chakuchaa/posts/1449033148486564

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები