LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავთო ვარსიმაშვილის რიჩარდ III – ახალ სცენაზე პრემიერაა

503

ევგენი ვაგტანგოვის სახელობის აკადემიური თეატრის ახალ სცენაზე 7 ოქტომბერს ავთანდილ ვარსიმაშვილის პრემიერა გაიმართება. გრიბოედოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი შექსპირის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პიესას – „რიჩარდ III“-ს გააცოცხლებს.

სპექტაკლზე ქართული სადადგმო ჯგუფი მუშაობს. სცენოგრაფია მირიან შველიძეს ეკუთვნის, კოსტუმების მხატვარია თეო კუხიანიძე, ხოლო მუსკალური გაფორმება ელისო ორჯონიკიძემ განახორციელა.

სპექტაკლში თამაშობენ ცნობილი მსახიობები – მაქსიმ სევრინოვსკი, ოლგა ტუმაიკინა, ელენა სოტნიკოვა, ქსენია კუბასოვა, იგორ კარტაშოვი და სხვ.

„ეს არის ძალაუფლების  ენციკლოპედია, ტახტის დაპყრობის სახელმძღვანელო. შექსპირმა შეუცდომლად გამოიცნო ყველა დროის დიქტატორების ხასიათი. ნაპოლეონის, ჰიტლერის, სტალინის დაბადებამდე მრავალი წლით ადრე მან თითქოს იწინასწარმეტყველა მათი გამოჩენა, და უზურპატორის პიროვნების დაშლის ფსიქოლოგიური პორტრეტი შექმნა. მე ზუსტად ეს თემა მაინტერსებს: როგორ ცხოვრობს ადამიანი, როდესაც მის ცხოვრებაში აღარ არის ნამდვილი მიზანი. შექსპირის თამაშს განსაკუთრებული მსახიობები სჭირდება. აუცილებელია შეძლო შეცვალო თამაშის ტემპი. სხვა ავტორებისგან განსხვავებით, შექსპირს არ სჭირდება ფსიქოლოგიური სიმართლე – მას მხოლოდ თეატრალური სიმართლე სჭირდება. ამიტომაც ძალიან მადლობელი ვარ ჩემი უფროსი მეგობრის, რეჟისორ რიმას ტუმინასის, რომ მომეცა შესაძლებლობა დავდგა შექსპირი ვახტანგოვის თეატრში, სადაც ზუსტად იციან ნამდვილი თეატრალურობის ფასი“, – აცხადებ ავთანდილ ვარსიმაშვილი.