LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე – დაიღუპა 2 ადამიანი

89

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი, დაშავდა.

შსს-ს განმარტებით, გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპულატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები