LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოავარია თბილისის შემოსასვლელთან – დაშავებულია 6 ადამიანი

70

თბილისის შემოსასვლელთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენელთა განცხადებით, ოთხი მათგანი ღუდუშაურის საავადმყოფოში, ხოლო ორი – კლინიკა „ლანცეტში“ გადაიყვანეს.

სამედიცინო ცენტრ „ლანცეტში“ განაცხადეს, რომ დაშავებულებს სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები არ აღენიშნებათ.

ორი პაციენტია შემოყვანილი, 16 წლის და 36 წლის ქალბატონები. მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. ისინი მკურნალობას პროფილურ განყოფილებებში გადიანარცერთი მათგანი დღეს არ გაეწერება“, – განაცხადა „ლანცეტის“ მორიგე ექიმმა, ლალი ცირეკიძემ.

რაც შეეხება ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაყვანილ პაციენტებს, ოთხი დაშავებულიდან მძიმე დაზიანებები არცერთს არ აღენიშნებოდა. სამი მათგანი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, ერთი კი რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას.

თბილისის შემოსასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. ერთმანეთს ოთხი მსუქბუქი ავტომობილი შეეჯახა.