LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტობანზე აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის მშენებლობა ივლისში დასრულდება

154

E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, აგარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ივლისის ბოლოს დასრულდება. 7 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2016 წლის ივნისში გაიხსნა, დარჩენილ 5 კილომეტრზე კი სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აგარა–ზემო ოსიაურის მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილება და შემცირდება მგზავრობის დრო.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის საფარიანი გზის, 8 ხიდის, მათ შორის 2 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების მშენებლობა. ასევე, გზის 3,8კმ-იანი მონაკვეთის გასწვრივ,მიმდინარეობს ნაპირდაცვითი ნაგებობის მოწყობა.

პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 105 019 564 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოებზე დასაქმებულია 500-მდე ადამიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები