LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტობიზნესი საქართველოში

144

საქართველოში ავტობიზნესის დარგი საკმაოდ გაჯერებულია, – ამის შესახებ ”ფორტუნას” ბია-ს ბიზნესკატალოგის ბიზნეს ინფორმაციის დამუშავების მთავარმა სპეციალისტმა ეთო გაბათაშვილმა განუცხდა.

მისი თქმით, აღნიშნულ დარგში სულ რამდენიმეა მსხვილი და წამყვანი კომპანია, რომელიც მომხარებელს სრულ კოპლექსურ მომსახურებას სთავაზობს. შესაბამისად, მათი ბრუნვა ისეთ მცირე კომპანიებთან შედარებით, რომლებიც ერთი კონკრეტული მიმართულებით საქმიანობენ, საკმაოდ მაღალია.

ბია-ს კატალოგის მიხედვით, ავტობიზნესში კომპანიების გადანაწილება ბრუნვისა და ზომის მიხედვით შემდეგნაირია: ძირითადი ნაწილი ბრუნვის მიხედვით მცირე კომპანიაა (78 %); საშუალო კომპანიების წილი შეადგენს 16%–ს; ხოლო მსხვილი კომპანიები ამ დარგში საკმაოდ მცირეა (6%).

ჯამში, ბიზნესკატალოგში, ავტობიზნესის დარგში 1010 იურიდიული პირი ფიქსირდება. ყველაზე განვითარებული და მოთხოვნადი სფეროები კი შემდეგია: ავტონაწილებით, აქსესუარებით, ზეთებით/ფილტრებით, საბურავებითა და დისკებით საცალო და საბითუმო ვაჭრობა; ასევე ავტოსერვისი; ახალი და მეორადი ავტომობილებით ვაჭრობა.

ბიზნესკატალოგში ავტობიზნესის დარგში დაფიქსირებული კომპანიების თითქმის 40% იმპორტიორი (400 კომპანია), ხოლო 2% ექსპორტიორია (23 კომპანია).

იმპორტიორი ქვეყნებიდან გამოიყოფა ხუთი ქვეყანა: გერმანია, თურქეთი, აშშ, ჩინეთი, იაპონია. იმპორტირებული პროდუქციიდან კი ჭარბობს: მეორადი და ახალი ავტომობილები, ავტომობილების ზეთები, ფილტრები, ლაქ-საღებავები, ავტონაწილები, აქსესუარები და აკუმულატორები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები