LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტობუსის ერთ-ერთი დაჭრილი მძღოლი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

101

გახოკიძის ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს დაჭრილი ავტობუსის ერთ-ერთი მძღოლის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. როგორც ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, დაჭრილი მამაკაცი ოპერაციული ჩარევის შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

50 წლამდე მამაკაცს კლინიკაში მიყვანისას ჰემორაგიული შოკი, მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და შინაგანი სისხლდენა ჰქონდა. შედეგად, მას ოპერაციული მკურნალობა დასჭირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7 მარტს, საღამოს, თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე, N150 ავტობუსის მძღოლები კვების ერთ-ერთ ობიექტში იმყოფებოდნენ. ობიექტიდან გამოსვლის შემდეგ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ მძღოლებს სამარშრუტო ტაქსში ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ. შუახნის მამაკაცმა მასთან ერთად მყოფი ოთხი პირი დაჭრა და შემდგომ თვიდაზიანებები მიიყენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები