LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტობუსში ყოფნისას უკრაინის პასპორტი მომპარეს – მიხეილ სააკაშვილი

38

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ავტობუსში ყოფნისას უკრაინის პასპორტი მოპარეს.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ლვოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მე გუშინ მოვედი, პოლონეთის საზღვარი გადავკვეთე უკრაინის ლეგალური დოკუმენტით, პოლონელებმა შტამპი ჩამირტყეს. მერე გადავედი უკრაინელებთან, მათ პასპორტი მივაწოდე, მაგრამ მითხრეს, რომ არ აიღებენ მას. როდესაც ეს მოხდა, ხალხმა ამიყვანა და უკრაინაში ხელებზე აყვანით შემიყვანეს. პასპორტი ავტობუსში მქონდა. პოლიცია მოვიდა, გაჩხრიკა ავტობუსი და ჩემი პასპორტი მოიპარა,“ – აღნიშნა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მისი ადვოკატი დღეს ლვოვში სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურს ეწვია, სადაც განაცხადი დატოვა მისთვის უკრაინის სახელმწიფოსგან დაცვის უზრუნველყოფის შესახებ.

მე ახლა უკრაინაში აბსოლუტურად ლეგალურად ვიმყოფები. მე მივმართე უკრაინის სახელმწიფოს დაცვის შესახებ და ჩემი ეს თხოვნა სასამართლოში უნდა იქნას გადაწყვეტილი,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები