LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომართვადი მანქანები: მძღოლებს სამსახურების დაკარგვა ემუქრებათ

81

დიდი ბრიტანეთის გზებზე, 2021 წლისთვის მძღოლის გარეშე მოსიარულე მანქანები გამოჩნდება – მთავრობა ამ მხრივ ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.

კანცლერი ფილიპ ჰამონდის თქმით, მათი მიზანია ავტომობილებმა მძღოლების გარეშე სრულყოფილად იმუშაოს.

“ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს გაბედული ნაბიჯია, მაგრამ ჩვენ უნდა მოვიზიდოთ ეს ტექნოლოგიები, თუ გვინდა რომ ბრიტანეთი მომდევნო სამრეწველო რევოლუციის სათავეში იყოს”, – განაცხადა ჰამონდმა.

გარდა ამისა, კანცლერმა აღიარა, რომ მას ავტომართვადი მანქანა ჯერ არ გამოუყენებია.

კითხვაზე დაკარგავენ თუ არა მძღოლები სამუშაოს კანცლერმა ასე უპასუხა: “ქვეყანა ცვლილებებს ვერ დაემალება” და მთავრობა უნდა დაეხმაროს ხალხს, რომ უნარები შეიძინონ ახალი კარიერისთვის.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის ყველაზე დიდმა ავტომწარმოებელმა, იაგუარ ლენდ როვერმა, ქალაქის გზებზე, სრულად ავტომართვადი მანქანების ტესტირება, რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.

სატესტო მანქანების სენსორები აღიქვამენ ადამიანებს გზებზე, შეუძლიათ დასიგნალება და საგზაო მოძრაობის აღქმა.

იაგუარმა განაცხადა, რომ ბორტზე ადამიანი მხოლოდ, საგანგებო სიტუაციის შემთხვევისთვის ზის.

ამ მანქანების განვითარება ბრიტანეთის მთავრობას 28 მილიარდი ფუნტი დაუჯდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები