LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილებიდან ვაჭრობაზე მონიტორინგი იწყება

37

პარკირების ადგილებზე მდგარი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან სამეწარმეო საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებით დღეიდან მონიტორინგი იწყება.

მერიის ინფორმაციით, ავტოპარკინგებზე ვაჭრობის დაფიქსირების შემთხვევაში, მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს გაფრთხილებას მისცემენ, რის შემდეგაც, უკანონო საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში, მერიის წარმომადგენლები შესაბამისი ზომების მიღების მიზნით სამართალდამცველებს მიმართავენ.

თბილისში, პარკინგების ადგილებზე მდგარი მანქანებიდან სამეწარმეო საქმიანობა დედაქალაქის მთავრობის მიმართვის საფუძველზე  საკრებულომ დაუშვებლად „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ “№33-99 დადგენილების მიღებით ცნო, რომელიც მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები