LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ავტორადიოს“ ულამაზესმა წამყვანებმა ქართული Hello! დაიპყრეს

489

ქართული Hello!-ს აპრილის ნომრის გადაფურცვლა, დათვალიერება და წაკითხვა უკვე შეგიძლიათ. აქ შეხვდებით ინტერვიუს ანჯელინა ჯოლისთან. ცნობილი მსახიობი საუბრობს შვილებზე, დედოფალთან შეხვედრაზა და დედასთან დაკავშირებულ მოგონებებზე; მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცოსოპრანო თამარ ივერი შემოქმედებასა და პირად ცხოვრებაზე უყვება ჟურნალის მკითხველს, აქვე შეხვდებით სტატიას პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის შესახებ, სტილის გაკვეთილებსა და სხვა საინტერესო მასალებს.

ჩვენი ყურადღება კი მიიპყრო „ავტორადიოს“ ულამაზესი წამყვანების ფოტოსესიამ. გოგონებმა ჟურნალის ფურცლები დაიპყრეს. Hello! ენერგიული რადიოწამყვანების FMვოიაჟის შესახებ მოგვითხრობს.

თაკო გერგედავა, გვანცა გადაბაძე, მარიამ ბარნაბიშვილი, თაკო ოქროპირიძე და ეკატერინა კახნიაშვილი – მომხიბვლელი წამყვანების შესახებ უფრო მეტს გაიგებთ, მათგან კი თქვენ ყოველდღიურად ისმენთ ამომწურავ ინფორმაციას იმის შესახებ, რა სიტუაციაა თბილისის გზებზე და როგორია ამა თუ იმ მარკის ავტომობილების დახასიათება ქვეყნის საუკეთესო სპეციალისტებისგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები