LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში – დაიღუპა 2 და დაშავდა 2 ადამიანი

67

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა, სადაც ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ავტობუსი შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები.

დაშავებულები ბათუმის რესპუბლიკურ და რეფერალურ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათ მრავლობითი მოტეხილობები და დაზიანებები აღენიშნებათ სხეულზე.

შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები