LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა ბუდაპეშტის აეროპორტში – დაშავებულია 9 ადამიანი

67

ბუდაპეშტის აეროპორტში ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა, დაშავებულია ცხრა ადამიანი. ადგილობრივი მედიის ცნობით, უმრავლესობა რუმინეთის მოქალაქეა.

დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა, რვამ კი მსუბუქი მოტეხილობა მიიღო.

ინციდენტი ასაფრენ ბილიკზე მოხდა, როდესაც მგზავრები თვითმფრინავიდან აეროპორტის შენობამდე ავტობუსით გადაჰყავდათ.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები