LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩაქვში – დაშავებულია 6 ადამიანი

37

დაბა ჩაქვში, გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ექვსი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის საერთაშორისო და საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, ასევე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენებს კი დაჟეჟილობები აღენიშნებათ. ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები