LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა ხარაგაულში – დაღუპულია 2 არასრულწლოვანი

33

ავტოსაგზაო შემთხვევა ხარაგაულში –  ავტომობილი ხრამში გადავარდა, რის შედეგად ორი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც მეთერთმეტე კლასელები ისხდნენ, ხრამში ღამის 12:00 საათზე გადავარდა. მათი პოვნა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276 -ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები