LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა ხაშური-ქარელის გზაზე – დაღუპულია 3 პირი

37

ხაშური-ქარელის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხაშურიდან ქარელის მიმართულებით მოძრავი მანქანა სოფელ მოხისთან ხიდის მოაჯირს შეეჯახა და არხში გადავარდა.
ავარიის შედეგად ავტომანქანაში მყოფი ხუთი მგზავრიდან სამი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილთაგან ორი ერთი ოჯახის წევრია.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაღუპული არასრულწლოვანია.
შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით  გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები