LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა ლილოს გზატკეცილზე – შეფერხებულია მოძრაობა

173

აეროპორტის გადასახვევიდან ლილოს მიმართულებით მოძრაობა შეფერხდა, რის მიზეზად ავარია დასახელდა – ერთმანეთს ოთხი  მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მიმდინარეობს გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები