LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულში – დაშავებულია 8 პირი, აქედან 4 არასრულწლოვანი

37

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 8 მგზავრი, აქედან 4 არასრულწლოვანია.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ „ავერსის“ მარნეულის კლინიკაში გადაიყვანა. როგორც კლინიკის კლინიკური მენეჯერი აცხადებს, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და ისინი დამატებით სამედიცინო გამოკვლევების მიზნით კვლავ კლინიკაში რჩებიან.

თვითმხილველების თქმით, „ოპელის“ მარკის ავტომანქანის მძღოლი, სავარაუდოდ, მანქანის მართვის დროს ცუდად გახდა, რის გამოც მან საჭე ვერ დაიმაორჩილა და ჯერ ფეხით მოსიარულეებს, შემდეგ კი ავტომანქანას დაეჯახა. შეჯახების შედეგად 5 ავტომანქანა დაზიანდა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები