LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა მექსიკაში – დაღუპულია 12, დაშავებულია 19 ადამიანი

61

მექსიკაში ავტოსაგზაო შემთხვევას სულ მცირე 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტობუსი, რომელსაც ტურისტები მაიას ცივილიზაციის ღირსშესანიშნაობის დასათვალიერებლად გადაჰყავდა, გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

შედეგად 19-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ავტობუსში სულ 31 ადამიანი იმყოფებოდა. ისინი საკრუიზო ლაინერის მგზავრები არიან, რომელიც რამდენიმე დღით მექსიკის ქალაქ მაჰაჰ უალის პორტში გაჩერდა. ამ დრომდე უცნობია ავარიის გამომწვევი მიზეზები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები