LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – დაშავებულია ოთხი ადამიანი

36

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა.

მომხდარის შედეგად ერთ-ერთ ავტომობილში მსხდომი ოთხი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები