LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – დაშავებულია სამი ადამიანი

42

თბილისში, ბარათაშვილის ხიდთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – #23 ყვითელი ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად, სულ სამი ადამიანი დაშავდა. აქედან მერსედესის მარკის ავტომობილის ორი, ერთი კი ავტობუსის მგზავრი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები