LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა თერჯოლის გადასახვევთან – დაშავებულია 3 ადამიანი

42

თბილისი-ქუთაისის ავტობანზე, თერჯოლის გადასახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯერ უცნობია, რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები