LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა წერეთელზე: მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

48

თბილისში წერეთლის გამზირზე ავტომანქანის დაჯახების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.

შუახნის მამაკაცს ავტომობილი მაშინ შეეჯახა, როდესაც ფეხით გადაადგილდებოდა.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები