LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

86

ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც “ფორტუნას” შსს-დან აცნობეს, ავარია გუშინ მოხდა.

ტრაგიკულ შემთვევაში 3 ავტომობილი მონაწილეობს. კონკრეტულ დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ერთი ფეხმძიმე ქალიცაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.