LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევას ფოთში ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

72

ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა დღეს დილით დაახლოებით 08:00 საათზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი გრიგოლ კოკაიას ხეივანში ხეს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 28 წლის ქალი გარდაიცვალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები