LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევას კახეთში ერთი ადამიანის ემსხვერპლა

36

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. “ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი მგზავრი კი დაშავდა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სხეულის მრავლობითი დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმის თქმით, პაციენტს გატეხილი აქვს ნეკნები, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები