LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევას კანადის ჰოკეის ახალგაზრდული გუნდის 14 სპორტსმენი ემსხვერპლა

30

14 კანადელი სპორტსმენი დაიღუპა სასკაჩევანის პროვინციაში სატვირთოსა და ავტობუსის შეჯახების შედეგად. ამის შესახებ BBC წერს.

ინციდენტი ერთ-ერთ გზატკეცილზე მაშინ მოხდა, როდესაც 16-21 წლამდელთა კანადის ჰოკეის გუნდი ერთ-ერთ მატჩზე მიემგზავრებოდა.

ავტობუსში 28 ადამიანი იმყოფებოდა. მედიკოსების განმარტებით, მათი ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

დაღუპულების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა კანადის პრემიერმა ჯასტინ ტრიუდომ და განმარტა, რომ მას ვერც კი წარმოუდგენია თუ რა ხდება მათი მშობლების თავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები