LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბორჯომში მამაკაცი დაიღუპა

29

ბორჯომში, მესხეთის ქუჩაზე, „ოპელის“ მარკის ავტომანქანა ჯერ ბორდიურს, შემდეგ კი ბეტონის კედელს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომობილი ამოტრიალდა.

ავტომობილის მძღოლი, 27 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები