LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აწარმოე საქართველოს” ხელშეწყობით აშენებულ საწარმოს სხვადასხვა ქვეყნის ელჩები ეწვევიან

56

ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, 26 ოქტომბერს, პროგრამა “აწარმოე საქართველოს” ხელშეწყობით აშენებულ საწარმოს ევროკავშირის ელჩის მოადგილე საქართველოში კარლო ნატალე და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები ეწვევიან.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ინფორმაციით, უცხოელი დიპლომატები და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები კომპანია “პოლიმერის“ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ქარხანას დაათვალიერებენ, სადაც იწარმოება ევროპული ხარისხის პოლიეთილენის მილები წყლისა და გაზის მაგისტრალური სადენებისათვის.

კომპანიის მიზანია, უმაღლესი ხარისხის დანადგარებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით წარმოებული ქართული პროდუქტი საზღვარგარეთ, მათ შორის ევროკავშირში ექსპორტზე გაიტანოს. კომპანია “პოლიმერი“ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები