LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აწარმოე საქართველოში” და პროექტს „ზრდა საქართველოში“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

98

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპაწარმოე საქართველოშიდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტსზრდა საქართველოშიშორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც რეგიონებში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობასა და კოორდინირებულ საქმიანობას გულისხმობს.

სსიპ-ის აწარმოე საქართველოში მიზანია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა,  მისი კონკურენტუნარიანობის, პროდუქტიულობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა და ინვესტიციების მოზიდვა.

სააგენტო კერძო სექტორს ხელს უწყობს სხვადასხვა ფინანსური თუ ტექნიკური მხარდაჭერის მექანიზმების მეშვეობით. ხოლო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა „ზრდა საქართველოში“ მიზნად ისახავს საქართველოს კონკრეტულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას,  რომლის  მისაღწევადაც პროექტი ხელს შეუწყობს მიკრო, მცირე, და საშუალო საწარმოების განვითარებას, სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდას, მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას და განვითარებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები