LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აწარმოე საქართველოში” ფარგლებში არსებული შეთავაზებები გაფართოვდება

87

ბათუმის ცენტრალურ მოედანზე, მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, სამეწარმეო მარკეტი გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ჩერქეზიშვილი და აჭარის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე ეწვივნენ.

პრემიერ-მინისტრსა და საპატიო სტუმრებს მეგზურობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი უწევდა.

გიორგი ჩერქეზიშვილმა მცირე მეწარმეობის განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა. მინისტრის ინფორმაციით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მომავალშიც გაგრძელდება.

„ჩვენ ვაგრძელებთ აღნიშნულ პროგრამებს. ვაპირებთ, რომ კიდევ უფრო გავაფართოვოთ შეთავაზებები და ვიმედოვნებთ, რომ ეს ძალიან კარგი ხელშეწყობა იქნება ჩვენი მეწარმეებისთვის, განსაკუთრებით მცირე მეწარმეებისთვის. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ჯამურად დაფინანსებულია 400-მდე პროექტი, გარდა ამისა, მიკრომეწარმეობის კომპონენტის ფარგლებში ჯამურად 14 000-მდე ბენეფიციარი გვყავს, საიდანაც 6 000-მდე პროექტი დაფინანსებულია. ეს არის დაახლოებით 900 მლნ ლარამდე საინვესტიციო ღირებულების პროექტები“, -აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები