LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კიდევ ერთი სასტუმრო შენდება

87

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტს, კიდევ ერთი ბენეფიციარი, შპს „ტაბაკინი“ შეემატა, რომელიც 10 ნომრიანი სასტუმროს აშენებას შეძლებს.

აღსანიშნავია რომ, მშენებლობა 3 ჰექტარ ტერიტორიაზე იგეგმება, რომელიც მიმზიდველი ლოკაცია იქნება, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი ვიზიტორებისთვის. სასტუმროში განთავსებული იქნება ქართული ტრადიციული კერძების რესტორანი, საუნა და ზამთრის ბაღი. ამას გარდა, კომპლექსში მოეწყობა სხვადასხვა გასართობი სივრცეები, კერძოდ: ტირი, ოფროუდის ტრასა, შესაძლებელი იქნება ცხენით გასეირნება და  ასევე, ნებისმიერ ადგილობრივ დამსვენებელსა თუ ტურისტს საშუალება ექნება გაეცნოს ღვინის დაწურვის ტრადიციას და დააგემოვნოს ქართული ღვინო.

სასტუმრო, რომლის გახსნა 2019 წლის ბოლოს იგეგმება, 10-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას შეძლებს. ამასთანავე, აღსანიშნავია რომ შპს „ტაბაკინი“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთის 10%-ს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 600 000 ლარს შეადგენს.

სასტუმროს მშენებლობა თერჯოლის მუნიციპალიტეტ, სოფელ სიქთარვაში იგეგმება. მნიშვნელოვანია, რომ ახალი სასტუმროების გახსნა ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობირივი მოსახლეობის დასაქმებას, ასევე საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები