LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში 372 პროექტია მხარდაჭერილი

33

2018 წლის ივნისის თვის მონაცემებით, „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, სულ 2014 წლიდან მხარდაჭერილია 372 პროექტი (მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის, სასტუმროს და ქონების მიმართულებებს), რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 904 მლნ ლარზე მეტია. საიდანაც კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული  სესხების მოცულობა ჯამში 472 მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით სულ შეიქმნება 14 700- ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.

შეგახსენებთ, სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა საქართველოში, რომლის უმთავრეს მიზანს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, ექსპორტის ხელშეწყობა და ინვესტიციების მოზიდვას წარმოადგენს.

 აწარმოე საქართველოში ბიზნესისმიმართულების მიზანია, საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოს გაფართოების, ან გადაიარაღების ხელშეწყობა. სააგენტოს მთავარი მისია ქართული საწარმოების მხარდაჭერაში, მოგების გაზრდასა და გლობალური კონკურენტუნარიანობის განვითარებაში მდგომარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები