LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აწიეთ ხელები მაღლა: ნატალია ორეირამ მუნდიალისთვის ჰიმნი ჩაწერა

43

ნატალია ორეირამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამ ენაზე ჰიმნი ჩაწერა.

სახელგანთქმულმა ურუგვაელმა მომღერალმა ოთხწლეულის მთავარი მოვლენისთვის კლიპი გამოუშვა, სიმღერა კი სამ ენაზე შეასრულა. მათ შორის ტურნირის მასპინძლების, რუსულ ენაზე.

შეგახსენებთ, მუნდიალის ოფიციალურ ჰიმნს ამერიკელი მსახიობი უილ სმიტი შეასრულებს.

სხვათა შორის, 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ორეირა ურუგვაის ნაკრების ნათლიდედად აირჩიეს.

ნატალის მშობლიური ნაკრები მასპინძელ რუსეთთან ერთადაა ჯგუფში და ისინი ურთიერთობას 25 ივნისს სამარაში გაარკვევენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები