LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

86

აზარტული თამაშების თემაზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება . ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ამ საკითხზე გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. როგორც მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, სამუშაო ჯგუფში შევლენ როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების და ეკლესიის წარმომადგენლები.

“პრობლემა არის გლობალური. ამ აზარტული თამაშებით ზიანდებიან ახალგაზრდები, მათ უკან მდგომი ადამიანები დიდ განსაცდელში არიან. საზოგადოების არც ერთი ფენა არ დარჩენილა, რომელსაც ეს პრობლემა არ ეხება – გაპარტახებული ოჯახები, ახალგაზრდები, რომლებიც ასოციალურები არიან იმის გამო, რომ სრულიად ახალგაზრდა ასაკში ვალის გადახდის უდიდესი ტვირთი აწევთ. აზარტული თამაშით გართულს აღარ აქვს ძალა, რომ იშრომოს, ისწავლოს, ოჯახი შექმნას. ეს პრობლემა ძალიან მრავალმხრივია”, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ. 

 

შეგახსენებთ, რომ სამების ახალგაზრდულ ცენტრში შეხვედრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის , ილია მეორის მიერ  არის ინიცირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები