LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერ სულეიმანოვმა და “ნაცმოძრაობის” რამდენიმე წევრმა პარტია დატოვეს

104

დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა და „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ რამდენიმე წევრმა პარტია დატოვეს, „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ამის შესახებ თავად სულეიმანოვმა განაცხადა. ისინი ”ნაციონალურ მოძრაობასთან” ბლოკში მყოფ პარტია ”ევროპულ საქართველოს” შეუერთდნენ.

სულეიმანოვის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არანაირ კავშირში არ არის შიდა დაპირისპირებასთან. სულეიმანოვი არ აკონკრეტებს, თუ ვინ დატოვა მის გარდა ”ნაციონალური მოძრაობა”.

”აღარც პოლიტსაბჭოს წევრი ვარ და აღარც პარტიის. ახალი პარტიაა და მისი წევრი გავხდი. ეს არ მომხდარა პოლიტიკური მიზნების გამო. ეს არის ჩვენი შიდაპარტიული ინტერესები. ეს არ მომხდარა რაიმე დაპირისპირების გამო. ჩემი ნებით მოხდა ყველაფერი. მარტო მე არ ვარ ასეთი, კიდევ რამდენიმე კაცია”, – განაცხადა სულეიმანოვმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ ეს ტექნიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც პარლამენტში ორი ფრაქციის შესაქმნელად იყო საჭირო.

”ჩვენი პარტია პარლამენტში კოალიციურად შევიდა – ”ევროპული საქართველო” და ”ნაციონალური მოძრაობა”. სულეიმანოვი ერთიდან გადავიდა მეორეში, რომ პარლამენტის შიგნით ფრაქციები შესაბამისად დაკომპლექტებულიყო. აქედან გამომდინარე, ვინაიდან გადავიდა მეორე პარტიაში, ავტომატურად ამოვარდა პოლიტსაბჭოს შემადგენლობიდან”, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები