LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანიდან ორი ვერტმფრენი ჩამოვიდა, თუმცა მათ მუშაობა შეწყვიტეს

90

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ბორჯომის რაიონის, სოფელ დაბის ტერიტორიაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ტერიტორიაზე გუშინ დღისით გაჩენილი ხანძრის ბოლომდე ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

გაძლიერებული ქარი და დაკვამლიანება, მაშველებს ხილვადობაში ხელს უშლის.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, აზერბაიჯანის მთავრობამ საქართველოში ორი ვერტმფრენი გამოაგზავნა.  ვერტმფრენები უკვე ადგილზეა. თუმცა, მათ მუშაობა შეწყვიტეს.

როგორც პირველ არხს შსს-დან აცნობეს, სპეციალისტებმა ვერტმფრენების მუშაობის შეწყვეტის რეკომენდაცია ცუდი ხილვადობის, დაკვამლიანებისა და ძლიერი ქარის გამო გასცეს.

უწყების ცნობით, როგორც კი რეკომენდაცია იქნება, ვერტმფრენი ხანძრის ჩაქრობის პროცესში ისევ ჩაერთვება.

ბორჯომში, მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობდა ხანძრამდე მისასვლელი გზის გაწმენდითი სამუშაოები. დილის 6 საათიდან ადგილზე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, მაშველები, ადგილობრივი მოსახლეობა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც ხანძრის სრულ ლიკვიდაციამდე ადგილზე დარჩებიან. ამ დროისათვის ცეცხლი დაახლოებით 5 ჰა-ზე მეტ ფართობზეა გავრცელებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები