LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანის ელჩი აშშ-ში კიმ კარდაშიანს სთხოვს, გაჩუმდეს

49

აშშ-ში აზერბაიჯანის ელჩმა ელინ სულეიმანოვმა თხოვა ტელევარსკვლავ კიმ კარდაშიანს, შეწყვიტოს სოციალურ ქსელებში ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ წერა. ელჩი Foreign Policy-სთან ამბობს, რომ კარდაშიანის განცხადებები მიმდინარე მოვლენების შესახებ აბსოლუტურად უადგილოა.

სულეიმანოვის აზრით, რეალითი-შოუს ვარსკვლავს არ უნდა გამოექვეყნებინა სოციალურ ქსელში პოლიტიკური თემატიკის პოსტი, რადგან საკითხთან დაკავშირებით ის კომპეტენტური არ არის. ელჩმი დარწმუნებულია, რომ „ომისა და მშვიდობის საკითხები რეალითი-შოუს ვარსკვლავისთვის ზედმეტად სერიოზულია.“

„მე, პირადად, რეალითი-შოუს ძალიან ცუდი ვარსკვლავი ვიქნებოდი, ამიტომ, ვცდილობ, არ შევეხო თემებს, რომელშიც ვერ ვერკვევი. არ ვარ დარწმუნებული, რომ კარდაშიანი სამხედრო, ან – პოლიტიკური ანალიტიკოსია. ის უნდა ვაკეთოთ,რაც უკეთ გამოგვდის,“ – განაცხადა სულეიმანოვმა.

5 აპრილს კარდაშიანმა „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მან ყარაბაღის კონფლიქტში მხარი სომხეთს დაუჭირა. პოსტს დაახლოებით 534 ათასი მოწონება და 133 ათასზე მეტი კომენტარი აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები