LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანისის საგარეო უწყება – მოლაპარაკებებში მთიანი ყარაბაღის ჩართვა ნონსენსია, არარეალურია

88

აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის მოლაპარაკებებში ჩართვა მიუღებელია. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხალაფ ხალაფოვის განცხადებით, არაღიარებული ყარაბაღი არ შეიძლება იყოს მხარე კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე მოლაპარაკებებში.

“ეს ნონსენსია. არარეალურია. ეს არ შეესაბამება მოლაპარაკებების პროცესსა და საგანს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, მოლაპარაკებათა ფორმატი დიდი ხანია დამტკიცებულია და მთიანი ყარაბაღი მასში მონაწილეობას ვერ მიიღებს, როგორც მხარე.

ცნობლია, რომ სომხეთის ახლად არჩეულმა პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზადაა აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებისთვის იმ პირობით, თუკი პროცესში მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტიც ჩაერთვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები