LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო განვითარების პერსპექტივებს განიხილავენ

88

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ერთდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია, რომლის დროსაც საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციათა უმაღლესი დონის სამმხრივ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვედრის მსვლელობისას მოხსენებას გააკეთებს და თავის აზერბაჯანელ და თურქ კოლეგებთან ერთად საბაჟო სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.

სამმხრივი შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო გადაზიდვების მიმართებით საბაჟო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. შეხვედრის დასასრულს, მინისტრებს ხელს მოაწერენ ერთობლივ დეკლარაციას საბაჟო სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები