LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანში ძლიერი სიცხის გამო ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა – დახურულია მეტრო

133

აზერბაიჯანის დიდი ნაწილი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ელექტროსადგურზე მომხდარი მორიგი ავარიის შემდეგ ბაქოში მეტროს ყველა სადგური დაიხურა. გვიანობამდე მიმდინარეობდა გვირაბებიდან ხალხის ევაკუაცია.

ქვეყანაში შექმნილი ენერგო-კრიზისის მიზეზი ქალაქ მინგაჩევირში ელექტროსადგურზე გუშინ მომხდარი აფეთქება გახდა.

ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისა და სისტემის ჩართვის შემდეგ ავარია სადგურზე კიდევ ერთხელ მოხდა. აფეთქების მიზეზად ძლიერი სიცხე სახელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები