LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა

88

აზერბაიჯანის მასშტაბით საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა და ხმების დათვლის პროცედურა დაიწყო.

მთლიანად, ქვეყნის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ასარჩევად 5641 საარჩევნო პუნქტი ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 19:00 საათზე დაიხურა. ქვეყნის მეთაურის პოსტისთვის რვა კანდიდატი იბრძვის, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელიც ამ თანამდებობაზე კენჭს მეოთხე ვადით იყრის.

აზერბაიჯანის კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებზე მიმსვლელთა ზღვარი არ არის განსაზღვრული, ამიტომ არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში ჩატარებულად ჩაითვლება. ახალი კონსტიტუციით, ახალი პრეზიდენტი თანამდებობაზე ხუთის ნაცვლად, შვიდი წლით აირჩევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები