LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზიის განვითარების ბანკი აქცენტს მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე გააკეთებს

191

აზიის განვითარების ბანკი აქცენტს გააკეთებს კერძო სექტორის, მწვანე ეკონომიკისა და ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროების განვითარებაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ნიშნავს უფრო მეტ ინვესტიციას, უფრო მეტ თანამშრომლობას და უფრო სუფთა გარემოს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში გუშინ აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის ვიზიტი გაიმართა და ძალიან საინტერესო საუბარი შედგა.

„აზიის განვითარების ბანკი თავის მომავალ საქმიანობაში აქცენტს იღებს რეგიონული თანამშრომლობის პროექტზე. რეგიონში, იგულისხმება ჩვენი ქვეყნის სამეზობლო და ასევე ცენტრალური აზიისა და აზიის სხვა რეგიონები, უმნიშვნელოვანესია, რომ აქცენტი გაკეთდება თითოეული დახარჯული დოლარის თუ ევროს ეფექტზე კერძო სექტორიდან ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ანუ კიდევ უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება კერძო სექტორის განვითარებაზე, მწვანე ეკონომიკისა და ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროების განვითარებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ნიშნავს უფრო მეტ ინვესტიციას, უფრო მეტ თანამშრომლობას და უფრო სუფთა გარემოს. მინდა მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს და მის ადგილობრივ წარმომადგენლობას თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები