LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზიის განვითარების ბანკი ქართულ საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს

27

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასა და აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორის, მეთიუ ფოქსის შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები განიხილეს. შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს იმ მიმართულებებზე, რომლებიც ორიენტირებულია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და მხარდაჭერაზე.

სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი გახარიასა და მეთიუ ფოქსის შეხვედრაზე განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული რეფორმების მიმართ, რომელთა შორის არის საპენსიო რეფორმა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, კერძო და საჯარო პარტნიორობა, ბიზნეს სახლის კონცეფცია და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები