LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზიის განვითარების ბანკთან სამომავლო პროექტები განიხილება

29

ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, მეთიუ ფოქსს ხვდება.

შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ აზიის განვითარების ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტებს საქართველოში, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, წყალმომარაგება, კაპიტალის ბაზრის განვითარება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საფინანსო ორგანიზაცია არის ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორი საქართველოსთვის, რომლის პორტფოლიო 2.1 მლრდ დოლარზე მეტია, მათ შორისაა, კერძო სექტორის მხარდაჭერა და ტექნიკური დახმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები