LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში თსუ-ის სტუდენტები ჩაერთვებიან

74

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე სტუდენტებს აზიური ფაროსანას ბიოლოგიის, 2017 წელს მავნებელთან ბრძოლის ფარგლებში გატარებული ღონისძიებებისა და არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ მესხმა მიაწოდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა და ცნობიერების ამაღლება, რაშიც აქტიურ მონაწილეობას თსუ-ის საბავშვო უნივერსიტეტის დესპანები მიიღებენ. „ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან. მათი ჩართულობა და აქტიურობა აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიაში უმნიშვნელოვანესია,“ – განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას.

თსუ-ის  საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა მარინა ლომოურმა აღნიშნა, რომ  საბავშვო უნივერსიტეტის დესპანები სხვადასხვა  აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით რეგიონებში საინფორმაციო კამპანიას  ატარებენ   და აზიური ფაროსანა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა, რაზეც სურსათის ეროვნულ სააგენტო  და თსუ-ის საბავშვო უნივერსიტეტი აქტიურად ითანამშრომლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები