LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზიური ფაროსანა მთავრობის სხდომას “ესწრება”

80

მწერი, რომელიც მთელ საქართველოში გავრცელდა, ცოტა ხნის წინ, მთავრობის სხდომაზეც გამოჩნდა.

როგორც “ფორტუნას” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მთავრობის კანცელარიაში, ჟურნალისტების ოთახში, რამდენიმე აზიური ფაროსანა შენიშნეს. ერთ–ერთი მათგანი ჩვენი ჟურნალისტის ქეთი გიგოლაშვილის ჩანთაზეც აღმოჩნდა.

“ფაროსანა კანცელარიაში სტუმრად მოვიდა. მთლად ჩემს ჩანთაზე დასკუპდა, შემდეგ კი გერბზე გადასკუპტა”, – აღნიშნა მან.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გუშინ დაადასტურა, რომ დედაქალაქში გავრცელებული მწერი, ნამდვილად აზიური ფაროსანაა​. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მწერის გავრცელების არეალი გაიზარდა და დასავლეთ საქართველოდან მან თბილისში გადმოინაცვლა.

დიდირ აოდენობით აზიური ფაროსანა შენიშნეს, როგორც ვაკის პარკში, ასევე კუს ტბაზე და სხვა რეკრეაციულ ზონებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები