LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზიური ფაროსანას პრობლემის მოგვარებაში, სავარაუდოდ, ავიაციაც ჩაერთვება

110

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას, განცხადებით, დასავლეთ საქართველოში მომრავლებული მავნებელი მწერის – აზიური ფაროსანას, პრობლემის მოსაგვარებლად საქმეში შესაძლოა, ავიაციაც ჩაერთოს.

ამის შესახებ ოთარ დანელიამ პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე ისაუბრა.

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, მავნებელი მწერი, სავარაუდოდ, გალის რაიონიდან შემოვიდა და ოკუპირებულ აფხაზეთშიც ანალოგიური სიტუაციაა.

შეგახსენებთ, რომ აზიური ფაროსანას მომრავლების შედეგად, დასავლეთ საქართველოში მოსახლეობას თხილის და სხვა სახის მოსავალი გაუფუჭდა, რამაც ადგილობრივები შემოსავლის წყაროს გარეშე დატოვა.

პოპულალურები