LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში დღეიდან ავიაცია ჩაერთვება

76

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაში ავიაცია ჩაერთვება.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს” ცნობით, ავიაციის მეშვეობით სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში 20 ათასამდე ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო მასივების დამუშავებაა დაგეგმილი.

მათი ცნობით, დღეს, 11:00 საათზე სოფელ ანჟელის ტერიტორიაზე არსებული დიდი მასივების შეწამვლა დაიწყება. სააგენტო აფრთხილებს მოსახლეობას მოერიდოს იმ ტერიტორიას, სადაც ქიმიურად დამუშავება განხორციელდება.

„პარალელურად, იქ სადაც საავიაციო სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია, მავნებლის წინააღმდეგ შეწამვლითი ღონისძიებები, რეგიონებში მობილიზებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკით, სამანქანე აგრეგატებით გაგრძელდება. ამ დროისთვის მავნებლის საწინააღმდეგოდ 83 ათასამდე ჰექტარი ფართობია დამუშავებული,“ – აცხადებენ “სურსათის ეროვნულ სააგენტოში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები